მანდალა მომხმარებელს რეკლამის განთავსების ინოვაციურ გზას სთავაზობს.
ეს არის მობილური ტელეფონის დამტენი მოწყობილობა LCD ეკრანით, ვიდეო რეკლამის განთავსებისთვის.
მოწყობილობები განთავსებულია ხალხმრავალი დაწესებულებების მოსაცდელებში, სადაც ადამიანებს მუდმივად უწევთ ლოდინის რეჟიმში ყოფნა.
მობილური ტელეფონი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია და მოსარგებლეთა უმრავლესობა მუდმივად საჭიროებს მის დატენვას.
მოწყობილობა დამატებით კომფორტს უქმნის ლოდინის რეჟიმში მყოფ ვიზიტორს და პოზიტიურად განაწყობს როგორც დაწესებულების, ასევე რეკლამის მიმართ.
მოწყობილობის თვალსაჩინოებიდან გამომდინარე რეკლამას ნახულობს არა მხოლოდ დამტენით მოსარგებლე, არამედ მოსაცდელში მყოფი ყველა ადამიანი.


მოწყობილობა
მოწყობილობა ერთდროულად გამოიყენება მობილური ტელეფონის დატენვის და ვიდეო რეკლამისათვის.
ერთი მოწყობილობით შესაძლებელია 8 მობილური ტელეფონის (3 iPhone-ის და 5 Android-ის) ერთდროულად დატენვა.
მოწყობილობაზე განთავსებულია 21.5 ინჩის ზომის LCD ეკრანი.
მოწყობილობები იმართება ცენტრალიზებულად, კომპიუტერული პროგრამის (Software) გამოყენებით, დისტანციურ რეჟიმში.