კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ინდ. მეწარმე „დავით კახაძე“ (საიტი: mandala.geo) უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფარგლებში.
1. მონაცემების შეგროვება და მიზნობრივი გამოყენება:
კომპანია აგროვებს მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა შემდეგი მიზნებისთვის:
- შეკვეთის მიღება და დამუშავება;
- პროდუქტის მიწოდება;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან, ან სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- ვებსაიტის გაუმჯობესება ანალიტიკური ხელსაწყოებით (მაგ. Google Analytics – არაპერსონალური მონაცემებისთვის).
მომხმარებელი ინფორმირებულია და ეთანხმება, რომ ამ მონაცემების მიწოდება აუცილებელია მომსახურების სრულფასოვნად მიღებისთვის.
2. მესამე პირებთან გაზიარების პოლიტიკა:
კომპანია არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- როდესაც ეს აუცილებელია შეკვეთის შესასრულებლად (მაგალითად, კურიერულ მომსახურებას გადაეცემა მხოლოდ შეკვეთისთვის საჭირო მინიმალური ინფორმაცია);
- საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე კომპეტენტური ორგანოს კანონიერ მოთხოვნაზე პასუხის გაცემის მიზნით.
3. მონაცემთა დაცვა და პასუხისმგებლობის ზღვარი:
კომპანია იყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებლის მონაცემთა უსაფრთხოებისთვის.
თუმცა, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას:
- მესამე პირის მიერ ჩადენილი არაკანონიერი ქმედებების შედეგად მომხმარებლის მონაცემების მოპოვებაზე;
- მომხმარებლის მხრიდან უნებლიე, ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის გამჟღავნებაზე (მაგ. საჯარო კომენტარებში, შეტყობინებებში და სხვა);
4. მომხმარებლის უფლებები:
მომხმარებელს აქვს უფლება:
- მოითხოვოს საკუთარი პერსონალური მონაცემების წვდომა, შეცვლა ან წაშლა;
- უარი თქვას მონაცემთა დამუშავებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს წინააღმდეგობაში მოდის მომსახურების შესრულებასთან.
ამ უფლებების რეალიზაციისთვის, მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს ელ.ფოსტით ,ან ვებსაიტზე მითითებული ფორმით.
5. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება:
კომპანიას უფლება აქვს, საჭიროებისამებრ განაახლოს კონფიდენციალურობის პირობები.
ახალი პირობები ძალაში შევა მათ გამოქვეყნებასთან ერთად ვებსაიტზე.
საიტის შემდგომი გამოყენება ნიშნავს მომხმარებლის ავტომატურ თანხმობას განახლებულ პირობებზე.
6. გავრცელება სხვა არხებზე:
კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა ვრცელდება , არა მხოლოდ ვებსაიტზე (mandala.geo), არამედ კომპანიის სხვა ქსელებზეც , მათ შორის:
- Facebook გვერდი
- Instagram პროფილი
- სხვა ციფრული პლატფორმები, სადაც კომპანია ახორციელებს მომსახურებას ან შეკვეთების მიღებას.