მომსახურების პირობები
მომხმარებლის მომსახურების პირობები და წესები
1. შესავალი
ამ პირობებით განისაზღვრება ინდივიდუალური მეწარმის დავით კახაძისა და ვებგვერდის – mandala.ge გამოყენების წესები. საიტზე შესვლითა და მისი გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება მოცემულ პირობებს, რომლებიც ვრცელდება კომპანიის მიერ გამოყენებულ ყველა სოციალურ ქსელზეც.
2. მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
· სრულწლოვანება და ქმედუნარიანობა: საიტით სარგებლობა შეუძლია არასრულწლოვანსაც, მაგრამ ნივთის შეძენა შეეძლებათ, მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პირებს.
· კანონის დაცვა: მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს საიტი არაკანონიერი მიზნებისთვის და ის არ უნდა არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ პირობებს, რაც გულისხმობს თაღლითობით, ქურდობით, ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით ნივთის ,,მოტყუებით“ შეძენას.
· პირადი პასუხისმგებლობა: მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც მიიღება საიტით სარგებლობისას.
· კომპანიისთვის ზიანის მიყენება: მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს კომპანიისთვის ზიანის მიყენებას, მათ შორისაა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, კომპანიის რეპუტაციის შელახვა, ან სხვა მსგავსი მოქმედებები.
3. კონფიდენციალურობა
კომპანია პატივს სცემს მომხმარებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას და იცავს საქართველოს კანონმდებლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
· მონაცემთა შეგროვება და გამოყენება: შეკვეთის განხორციელებისას შეგროვებული პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა) გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდების მიზნით.
· მონაცემთა დაცვა: კომპანია იღებს ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
· მონაცემთა გაზიარება: მომხმარებლის პირადი მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია შეკვეთის შესრულებისთვის (მაგ. კურიერული მომსახურება), ან კანონით მოთხოვნილი ვალდებულებებისთვის.
4. მხარეთა ვალდებულებები
· კომპანიის ვალდებულებები:
o მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
o შეკვეთების დროული დამუშავება და მიწოდება.
o მომხმარებლისთვის სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ.
· მომხმარებლის ვალდებულებები:
o კომპანიის მიერ მოთხოვნილი პირადი მონაცემების სიზუსტე და სისწორე.
o შეკვეთის პირობების დაცვა და გადახდის ვალდებულებების შესრულება.
o კომპანიის რეპუტაციის პატივისცემა და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება.
5. შეკვეთის მიღება და გადახდა
· გადახდის მეთოდები: კომპანია იღებს გადახდებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით – საბანკო გადარიცხვით ,ან ბარათით გადახდით. ნაღდი ფულით ანგარიშსწორება არ მიიღება.
6. მიწოდება
· მიწოდების ვადები: შეკვეთები მუშავდება და იგზავნება სამუშაო დღეებში.
· მიტანის შეფერხება: თუ კურიერი ვერ ახერხებს პროდუქტის მიწოდებას მომხმარებლის მიუწვდომლობის, ან სხვა მიზეზით, მიტანა გადაიდება მომდევნო სამუშაო დღეზე.
· კონტაქტის შეუძლებლობა: თუ მომხმარებელთან დაკავშირება ვერ ხერხდება მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით, შეკვეთა გაუქმდება და პროდუქტი დაბრუნდება კომპანიაში.
7. დაბრუნება და შეცვლა
· დაზიანებული პროდუქტი: თუ მომხმარებელი მიიღებს დაზიანებულ ან დეფექტურ პროდუქტს, ვალდებულია აცნობოს კომპანიას მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში.
· პერსონალიზებული პროდუქტები: სპეციალურად მომხმარებლისთვის დამზადებული ან მორგებული პროდუქტები დაბრუნებას ,ან შეცვლას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტი დეფექტურია.
8. პასუხისმგებლობა
· კომპანიის პასუხისმგებლობა: კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მისი დაუდევრობით ,ან განზრახ ქმედებით.
· მომხმარებლის პასუხისმგებლობა: მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც მიიღება საიტით სარგებლობისას.
9. ძალაში შესვლა და ცვლილებები
ეს ზემოთ აღნიშნული პირობები ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება ყველა მომხმარებელზე. კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს მოცემული პირობები. ცვლილებები აისახება საიტზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
მოცემული პირობები შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსს, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებს.