თანხის დაბრუნების პოლიტიკა


 პროდუქტის დაბრუნებისა და გაცვლის წესები

ინდ. მეწარმე ,,დავით კახაძე“ (mandala.geo) იცავს მომხმარებლის უფლებებს და პროდუქტის დაბრუნებისა და გაცვლის პროცესს არეგულირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. წინასწარი გადამოწმება და ვიზუალური დადასტურება
:
- ჩვენი ონლაინ მაღაზიის პოლიტიკის თანახმად, ყველა პროდუქტი გადაეცემა
, ან ეგზავნება მომხმარებელს წინასწარ ფოტო მასალის მეშვეობით, სრული ვიზუალური დადასტურებისთვის.
- მომხმარებელი შეკვეთამდე ეცნობა ნივთის ზუსტ მდგომარეობას, ფერს, ზომას, ფორმას და სხვა მახასიათებლებს, რაც გამორიცხავს მოტივს "
არ ველოდი სხვას".
2. ნივთის დაზიანების შემთხვევაში
:
- თუ მომხმარებელი მიიღებს დაზიანებულ ნივთს კომპანიის ბრალეულობით, ის ვალდებულია
, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შეგვატყობინოს ამაზე და წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტო/ვიდეო მტკიცებულება, შეფუთვის მდგომარეობის აღწერა და ა.შ.).
- ასეთ შემთხვევაში კომპანია იღებს პასუხისმგებლობას და სრულად ანაზღაურებს ტრანსპორტირების ხარჯებს, ასევე სთავაზობს მომხმარებელს დაბრუნებას
, ან შეცვლას.
-იმ შემთხვევაში თუ არ შეგვატყობინებთ ჩვენი მხრიდან პროდუქტის დაზიანების შესახებ 3 სამუშაო დღის განმავლობაში ნივთის გაცვლა/დაბრუნება აღარ მოხდება!!!.
3.
სხვა  მიზეზით დაბრუნება:
- თუ მომხმარებელს არ მოსწონს პროდუქტი, ფერი, ფორმა ან სურს მისი  სხვა მოდელით
შეცვლა ,თუმცა პროდუქტი არ არის დაზიანებული, ტრანსპორტირების ხარჯებს იხდის მომხმარებელი.
-
ზემოთ აღნიშნულის გარდა ,სხვა შემთხვევებში მომხმარებელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, აქვს 14 კალენდარული დღე პროდუქტის დასაბრუნებლად, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
  - პროდუქტი არ არის გამოყენებული;
  - ინარჩუნებს პირვანდელ შეფუთვასა და მდგომარეობას;
  - არ არის დარღვეული ჰიგიენური ნორმები;
  - პროდუქტი არ მიეკუთვნება ინდივიდუალურად (პერსონალიზებულად) დამზადებული ნივთების კატეგორიას.
4. პერსონალიზებული ნივთების დაბრუნება/გაცვლა
:
- პერსონალიზებულად დამზადებული ან მომხმარებელზე მორგებული ნივთები (მაგალითად, ხელის ზუსტი ზომის მიხედვით დამზადებული სამკაული) არ ექვემდებარება დაბრუნებას
, ან შეცვლას , გარდა იმ შემთხვევისა, როცა თავად კომპანია უშვებს შეცდომას.
- თუ მომხმარებელმა არასწორად მოგვაწოდა ზომა და ამის შესახებ არ ყოფილა წინასწარ დაზუსტებული ინფორმაცია
, ან ის არ დაფიქსირდა მიმოწერაში, კომპანია არ იღებს ვალდებულებას ნივთის დაბრუნებაზე ან შეცვლაზე.
 5. თანხის დაბრუნება
:
- დაბრუნებული ნივთის შემოწმების შემდეგ (შეფუთვისა და პროდუქტის პირვანდელი მდგომარეობის დადასტურება), თანხა დაერიცხება მომხმარებელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც განხორციელდა შესყიდვა.
6. კონტაქტი და დაბრუნების ინიცირება
:
- ყველა განაცხადი და მოთხოვნა უნდა წარმოდგენილ იქნას წერილობითი სახით ელ. ფოსტაზე
,ან ვებსაიტზე მითითებული საკონტაქტო ფორმის მეშვეობით.
 7. დამატებითი პირობები
:
- დაბრუნებისას პროდუქტი უნდა გადაიგზავნოს უსაფრთხოდ შეფუთულ მდგომარეობაში, რათა არ დაზიანდეს ტრანსპორტირებისას;
- მომხმარებელი პასუხისმგებელია იმ ინფორმაციის სისწორეზე, რაც თავად მიუთითა შეკვეთისას;
- კომპანია იტოვებს უფლებას, არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ იკვეთება
ნივთის  გამოყენების კვალის, ან განზრახ დაზიანების ნიშნები;
- მომხმარებელი შეკვეთის დადასტურებით ეთანხმება წინამდებარე პირობებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე და შესაძლოა პერიოდულად განახლდეს, წინასწარი შეტყობინების გარეშე;
- განახლებული პირობების გამოყენება ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც აგრძელებენ საიტით სარგებლობას განახლების შემდეგ.
კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებებს და უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას. წინამდებარე პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და კომპანიის შიდა სტანდარტებს.